დადიანის N26-ში საცხოვრებელი სახლის სხვენი ჩამოინგრა

თბილისში, დადიანის N26-ში საცხოვრებელი სახლის სხვენი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფოსა და სამაშველო ბრიგადების მანქანები.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლში იყვნენ, როდესაც ძლიერი ნგრევის ხმა გაიგეს.

„გამოვედი სადარბაზოდან და დავინახე, რომ სახლი ჩამოინგრა“, – აცხადებს ადგილობრივი.

მათივე ინფორმაციით, ბინა საკმაოდ ძველი და ავარიული იყო.

banner
წინა სტატიაშიფილმების „როცა აყვავადა ნუში“ და „ჩარი რამას“ გმირი თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:სოფელ ავლევში დროებითმა საზღვარმა 20 მეტრით გადმოიწია