კომპანია „დადიანი პროდაქშენი“ საქართველოს სავაჭო სამრეწველო პალატის პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
„პროექტის ფარგლებში დამზადდება კომპანიის ვებ-გვერდი, რომელიც დანერგავს მომსახურების ონლაინ შესყიდვის სერვისს, რაც საშუალებას მოგვცემს დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღოთ შეკვეთა და გავწიოთ მომსახურება. სავაჭრო სამრეწველო პალატის ეს პროექტი ხელს შეგვიწყობს მომსახურება გადავიდეს ონლაინ შეკვეთებზე, რითაც დაიზოგება დრო, მომხმარებელი კი ონლაინ მიიღებს მომსახურების სრულფასოვან აღწერას, მსგავსი შესრულებული პროექტებითა და ვიზუალიზაციით“ – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვებ-გვერდი აღჭურვილი იქნება ონლაინ-გადახდის ფუნქციონალით, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტრონულად ანგარიშსწორების ოპერაციები განხორციელდება შეუფერხებლად, დაყოვნების გარეშე.
„დადიანი პროდაქშენი“ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა. კომპანია იკავებს მარკეტინგის, პიარის და ღონისძიებების ორგანიზების ნიშას – სამეგრელოს რეგიონში. „დადიანი პროდაქშენმა“ სექტემბრიდან უკვე დაფარა სხვა რეგიონებიც. კომპანია სპეციალურ ფასად სფეროში არსებულ მაღალმოთხოვნად კადრებთან თანაშრომლობს და დამკვეთს ერთი ფანჯრის პრონციპით ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს.
„დადიანი პროდაქშენი“ სამეგრელოს რეგიონში პირველი მარკეტინგული, პიარ და ივენთ კომპანიაა.
კომპანიის მომსახურების სფეროებია: სოციალური მედიის მართვა, კონტენტის შექმნა, სოციალური მედიის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შედგენა;
მედია მომსახურება: სატელევიზიო, ვებ პლათფორმისა და რადიო მასალებისა და სარეკლამო მასალების დამზადება (იდეის შემუშავება, გადაღება, გავრცელება);
პრესკონფერენციის, ფორუმის, ოფიციალური ღონისძიებების მოწყობა;
კომპანიის ბრენდინგი;
ფოტო, ვიდეო და აეროგადაღების კამერის მომსახურება (გადაღება/მონტაჟი);
დოკუმენტური ფილმების გადაღება (სცენარის შექმნა, დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი, პრომოუშენი);
კომპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, პიარ გეგმის შემუშავება, კამპანიების დაგეგმვა, პროექტების წერა და შემუშავება;
მარკეტინგული მასალების დამზადება;
ივენთების მოწყობა, ღონისძიებების კვებითი მომსახურება.