“დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს შემხებლობა არ ჰქონდა მკვლელობასთან”- შოთაძე

ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან, – განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს კითხა
შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია გიგა ბოკერიას – მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება, ჩემი პასუხი მარტივია – ველოდებით კომისიის დასკვნას
შემდეგი სტატია“საზოგადოების ჩართულობით შერჩეულ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარის თქმა, საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნებაა” – ნაცვლიშვილი