დადგება დრო, როცა უკრაინა წარმატებით გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს – ზელენსკი

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები და დადგება დრო, როდესაც ის რეგულარულად გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად განკუთვნილი დრონების წარმოება.

„ამ აღჭურვილობის დეფიციტი ამჟამად არსებობს, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. იგივე ეხება უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს. არაერთხელ წარმატებით გამოვიყენეთ „ნეპტუნები“, ჩვენი ფრთოსანი რაკეტები. დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ რეგულარულად გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი ბალისტიკური რაკეტები. საკუთარი ეფექტური ბალისტიკა უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – „ლელოს“ თუ სჯერა, რომ „არჩევნები“ გაყალბდა, მაშინ რატომ არასდროს ლაპარაკობენ ამის შესახებ საჯაროდ? თუ სჯერათ, რომ ეს „მარცხი“ ბოიკოტის და სახალხო კრების ბრალია?
შემდეგი სტატიადღეში 1.100, ყოველთვიური კი 35.000-ზე მეტი – რა დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ომში