დადგება დრო, როცა კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს – ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – ვაშაძე

დადგება დრო, როცა კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც ძალიან ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს – ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ცრუ ბრალდებებზე ბოდიშის მოხდა, მათ შორის, ოპონენტებისთვისაც მოუწევთ.

„მათ მოუწევს ბოდიშის მოხდა ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ბევრი ტყუილის გამო, რაც აკადრეს საზოგადოებას, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩვენთან პოლიტიკურ ოპონენტებთან იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც გვაბრალებდნენ და რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი. ამის დადასტურებაა “ალდეს” რეზოლუცია ჩვენს მიერ ინიცირებული,”- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას “ქართული ოცნება” არ აპირებს, ხოლო რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ამას ხალხი 24 ივნისს აქციაზე მოისმენს.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ “სანქცირება ივანიშვილის გარდა შეეხება კიდევ ბევრ სხვა პირს”.

„ვის და როგორ, ამაზე მუშაობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ გამოვრიცხავ მოსამართლეებთან და სხვა პირებთან მიმართებით ამას”, – განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაშიპარლამენტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის განცხადება