დადასტურებული 958 შემთხვევიდან 397 თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვეტერანებს “ვეტერანის დღე” მიულოცა
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე – ალაბთ საჭიროა განმეორება, რომ თამაში არ არის ეს ინფექცია