დადასტურებულ სამივე შემთხვევაში პაციენტებს კონტაქტი ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს უცხოეთში, მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდათ კავშირი და მეოთხეული, შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტები საშუალო ასაკის არიან, ერთი კაცი და ორი ქალი. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, ორის დამაკმაყოფილებელი.

„სამივე ადამიანმა იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ზუსტად არ ვიცი, თვითიზოლაციის რომელი ფორმა ჰქონდათ გამოყენებული. მათ კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომელზეც აქამდე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ორი ინფექციურშია მოთავსებული, ერთი კი სხვა კლინიკაში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტების შესწავლა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სულ 33 დადასტურებეული შემთხვევაა, აქედან სამი დღეს გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს