18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

დადასტურდა თუ არა მოსწავლის მიერ მასწავლებლის კიბიდან დაგორება – რა დაადგინა სასამართლომ 7 წლის შემდეგ

რუსთავში 2019 წელს მე-5 სკოლაში მოსწავლის მიერ მასწავლებლის კიბიდან დაგორება არ დადასტურდა. 

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

საქმე ეხება 2019 წელს, 28 სექტემბერს რუსთავის N5 სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, რის შესახებაც სკოლის მასწავლებელმა ნანა წიქარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” სიუჟეტში განაცხადა, რომ ამავე სკოლის მოსწავლემ ანი მოსიაშვილმა კიბეზე დააგორა.

საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი საქმისწარმოების შემდეგ დაადგინა, რომ კიბეზე დაგორების შესახებ ინფორმაციას არ ემყარება დადასტურებულ ფაქტებს.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი ომარ (ომისხან) ურუშაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაისრაელმა ბეირუთის სამხრეთ უბნების ევაკუაციის ბრძანება გასცა