“დადასტურდა, რომ საქართველოს მართავს, მავნებელი საერო და საეკლესიო ხელისუფლება” – მეუფე პეტრე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დადასტურდა, რომ საქართველოს მართავს, მავნებელი საერო და საეკლესიო ხელისუფლება”, – ასე უპასუხათაიმერსჭყონდიდის განყენებულმა მიტროპოლიტმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილების თაობაზე, თემის კომენტირებისას.

როგორც მეუფე პეტრე ცაავა აღნიშნავს, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და წითელი ძაფით ნაკერიციანიდის საქმეიყო და არის დიდი ბოროტება.

ვმადლობთ უფალს სტრასბურგის სასამართლოს ამ ღირსეული გადაწყვეტილებისთვის, თავისუფალმა სასამართლომ დაადასტურა, ის რასაც თითქმის 6 წელია ვამტკიცებთ, დიდი მსხვერპლის ფასად, დადასტურდა, რომ საქართველოს მართავს, მავნებელი საერო და საეკლესიო ხელისუფლება, ის რომ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო ქვეყანაში და წითელი ძაფით ნაკერიციანიდის საქმეიყო და არის დიდი ბოროტება, რომელმაც მოახდინა დიდი ლუსტრაცია ქვეყანაში! თავისუფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს!”, – ამბობს მეუფე პეტრე “თაიმერთან”.

ცნობისთვის, სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორიმუხლი: მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მე-6 მუხლის მეორე ნაწილისასამართლოსგადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვისვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლისთებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით დაციანიდისგამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მამა გიორგი მამალაძემ სტრასბურგში დავა მოიგო

 

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა, ფიქრობენ, რომ კანონი უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანზე, რომლისადმი რევანშის გრძნობა ამოძრავებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაილია ჭიღლაძე – მამალაძე იყო მსხვერპლი საპატრიაქოში მოკალათებული ბნელი ძალების ხაფანგის