დადასტურდა ინფორმაცია, რომ მთაწმინდის არჩევნებში კრიმინალური სამყარო ივანიშვილის გუნდის სტრატეგიაა- გიგა ბოკერია

,,ყველაფერს ერთი სახელი აქვს – ივანიშვილის მეთოდები საარჩევნო ბრძოლის, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.ამ ყველაფრის წამალი არის ამომრჩეველთა აქტიურობა და შავგულიძის გამარჯვებასა და დემოკრატიის გამარჯვებას, ამ ოლქში, მთაწმინდაში გარდამტეხი პრეცედენტის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება-ამის შესახებ ,,ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით,მთაწმინდის არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეებს იყენებს. მისი თქმით,მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები პრაქტიკულად ადასტურებს ამ ინფორმაციის სიზუსტეს. მისივე ინფორმაციით,ასე მოქმედებს ოქროყანაში ოცნებასთან დაახლოებული პირი თოფურიძე მეტსახელად ‘’კალაბოკა’’,რომელიც ციხეში მყოფი ადამიანის ბედით სპეკულირებს და ამომრჩევლის დაშინებით არის დაკავებული. ანალოგიურია ზანდუკელის ქუჩაზე არარეგისტრირებული შტაბის წარმომამდეგენლთა და საკრებულოს წევრების მოქმედებები .

„გუშინ ჩემი და ელენე ხოშტარიას ბრიფინგის შემდეგ მედიაში გასულმა მმართველი გუნდისა და მასთან დაკავშირებული პირების კომენტარებმა პრაქტიკულად დაადასტურა ჩვენი ინფორმაციის სიზუსტე. საზოგადოებამ ჯერ ნახა თოფურიძე, მეტსახელად „კალაბოკა” და მგონი ის, რაც საზოგადოებამ იხილა, საკმარისი იყო იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, რაც ჩვენ გვქონდა ხელთ, რომ ეს არის იმ სამყაროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ მეთოდებით მოქმედებენ – მოქალაქეების დაშინებით და ციხეში მყოფი ადამიანის ბედით სპეკულირებით, რაც არის უზნეობა და უკანონობა.

ხოლო შემდეგ ვნახეთ “ქართული ოცნების”, ივანიშვილის გუნდისა და კახაძის არარეგისტრირებული შტაბი, სადაც მისულ ჟურნალისტს სოხაძემ, რომელიც როგორც ვარკვევ, კალაძესთან დაახლოებული პირი, პოლიტიკური ფიგურა და ქალაქში ერთ-ერთი ლიდერია “ქართული ოცნების”, პირდაპირ დაადასტურა ჩვენი მეორე, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სწორედ კრიმინალური სამყაროს წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების აქტივიზაცია არის ივანიშვილის გუნდის და კახაძის მთავარი სტრატეგია დღეს მთაწმინდის არჩევნებში შავგულიძის წინააღმდეგ.

პირდაპირ თქვა ამ კაცმა და ამ კომიკური, სამარცხვინო ფორმით დაგვცინა, ეტყობა, მაგათ კომპლექსი აქვთ ძველი ბიჭებისო, რა არის პრობლემა, კრიმინალური სამყაროს ხალხის გამოყენება კარგიაო. 1980-90-იანი წლების მორალი წაგვიკითხა მან და რაც მთავარია, დაადასტურა, რომ სწორედ ამ სამყაროში ეძებენ მხარდაჭერას და ამ ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებისთვის. აქ მთავარი საკითხია, რომ უნდა გაგვცენ პასუხი სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა, კალაძემ, ივანიშვილის გუნდის საპარლამენტო ლიდერებმა, გახარიამ, რომელიც კანონპროექტს გვთავაზობს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციაზე“

ბოკერიას თქმით, დადასტურდა ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” არარეგისტრირებული შტაბი აქვს.

“ეს ფაქტი ყველამ ვიცოდით, მაგრამ ახლა არის დოკუმენტური დადასტურება. დოკუმენტებში, რომელიც აუდიტის სამსახურიდან მოვიძიეთ, ეს შტაბი არაა დაფიქსირებული. რომ საუბრობენ, ვმეგობრობთ და ძმაკაცები ვიკრიბებითო, ეს კანონითაა განსაზღვრული, რომ ძმაკაცები როცა იკრიბებიან, ქირაობენ “სტაფს”და საარჩევნოდ ქირაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი, ეს უნდა იყოს რეგისტრირებული და გატარებული, როგორც შემოწირულობა, რადგან ეს ყველაფერი ღირს ფული, მეგობრის სახლიც რომც იყოს, მაშინ ეს არის არამატერიალური შემოწირულობა“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას განცხადებით ,ყველაფერს ერთი სახელი აქვს – ივანიშვილის მეთოდები საარჩევნო ბრძოლის, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.ამ ყველაფრის წამალი არის ამომრჩეველთა აქტიურობა და შავგულიძის გამარჯვებასა და დემოკრატიის გამარჯვებას, ამ ოლქში, მთაწმინდაში გარდამტეხი პრეცედენტის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში განმარტავენ, რომ ცივ იარაღზე მომზადებული რეგულაციები საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს არ შეეხება
შემდეგი სტატიაგენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე – დავით კეზერაშვილმა 7 ნოემბერს წინასაომარი მდგომარეობის გამოცხადება ჩემი უშალო უფროსის მეშვეობით დამავალა