დაცვის პოლიციელი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარს ფიზიკურად გაუსწორდა – მას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო”

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი : ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, უნდათ, ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასად აქციეს, გეგონება იქ შესვლით საქართველოს უნდა ვუღალატო