დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ტრენინგები მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების იმ თანამშრომლებისთვის, როლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იარაღის ტარების უფლება აქვთ, შსს აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ორი ნაწილისგან შედგება და თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს.

ტრენინგების ძირითადი თემებია: იძულების ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლები; პირველადი სამედიცინო დახმარება; ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება და ვირტუალური ტირი.

ტრენინგები ორ ნაკადად ჩატარდება და მასში მონაწილეობას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 55 თანამშრომელი მიიღებს.

ტრენინგები პროექტის “ევროპაში დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გაუმჯობესება შესაძლებლობათა გაძლიერების გეგმის შემუშავების გზით” ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებზე – არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ არის, მათ შორის არც სისხლის პროდუქტების