დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიემა

14 ოქტომბერს გვიან ღამით ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

16 ოქტომბერს სამართალდამცავებმა 1985 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა. როგორც ცნობილია, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. წარსულში ნასამართლევმა პირმა, 1982 წელს დაბადებულ ტრანსგენდერ ქალს ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული რუსთავიში დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს ორთაჭალაში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ