დაჭრილი პოლიციელის ოპერაცია დასრულდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2016 22:52

დაჭრილი პოლიციელის ოპერაცია დასრულდა

XASIAზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელ ზაზა ხასაიას ოპერაცია ჩაუტარდა, – იტყობინება “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, თუმცა როგორც” თაიმერს” ექიმებმა განუცხადეს, ხასია დაჭრილია არა გულ-მკერდის არეში, არამედ, ქვედა კიდურებში. ოპერაციამ წარმატებით ჩაირა. პოლიციელი რეფერალურ სავადმყოფოში რჩება.

 

შეგახსენებ, რომ რამდენიმე საათის წინ  ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზაზა ხასია უცნობებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. როგორც “თაიმერს” აცნობეს, პოლიციელი თავდამსხმელებმა სახლიდან გამოიყვანეს და გულ-მკერდის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

TIMER.GE

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2016 22:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics