დაჭრილი მოზარდის მამა – ჩემს შვილს დაზიანება შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა

ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება ჩემს შვილს, – ამის შესახებ ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მამამ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„შემთხვევით ქუჩაში მოხდა ეს ყველაფერი. რას უკავშირდება, არ ვიცი. ქუჩაში შემთხვევით მოხდა. ვიღაც შემთხვევითმა გამვლელმა, სრულიად უცნობი პირმა მიაყენა დაზიანება. მე ასე ვიცი ბავშვისგან“, – განაცხდა ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მამამ.

შეგახსენებთ, 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გუშინ საღამოს წითელ ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირკინიგზა მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს
შემდეგი სტატიაშეწყალების წესი იცვლება