დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა

15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა . მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მოზარდმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება.
შემთხვევა გუშინ, თავისუფლების მეტროსთან მდებარე სკვერში მოხდა. დაჭრას წინ სავარაუდოდ მოზარდებს შორის კონფლიქტი უძღოდა, თუმცა რა გახდა დაპირპსირების და შემდეგ უკვე დაჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმციით, ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის. დღის ბოლომდე მიმდინარეობდა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში
იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც რუსთაველზე მომხდარ ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. დაკითხვები სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. პარალელურად, სამართალდამცველები უკვე სწავლობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებს. თუმცა, თავად პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, სადაც უშუალოდ შემთხვევა მოხდა, სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის.გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმე – დღევანდელ სასამართლო განხილვას დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაესწრება
შემდეგი სტატიასაყდრისის საქმე – სასამართლომ სამოქალაქო სექტორისა და “საიას” სარჩელი არ დააკმაყოფილა