დაჭრილ ადვოკატს, ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია უტარდება

ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ადვოკატის, ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი  აცხადეს, პაციენტს ამჟამად ოპერაცია უტარდება. ”პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ის საოპერაციოში იმყოფება. როდესაც შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში. თუმცა ადეკვატური იყო”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატია
შემდეგი სტატია“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან აქციისთვის ემზადებიან