კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი წევრის და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის საქმეს დღეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. შესაძლოა ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს და მეორე ინსტანციამ მას პატიმრობა შეუფარდოს. ქვლივიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ 30 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე ორი დღის წინ გაათავისუფლა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს ბრალდების მხარე. მათი ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდამ მძიმე ჭრილობები სამ ადამიანს მას შემდეგ მიაყენა, რაც ის კლუბში არ შეუშვეს.