„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

region
ავტ.: region აგვისტო 15, 2019 12:50

„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

,,რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ია კიწმარიშვილის განცხადებასეხმაურება. საუბარია ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის მიმართვაზე, სადაც ის სასამართლოს სთხოვს კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.

პაატა სალია ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი სამართლებრივი განმარტება როგორიც არის დაჩქარებული წესით ყადაღის დადება. პაატა სალია ეჭვს გამოთქვამს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნა. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ია კიწმარიშვილი საუბრობს ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობაზე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში მას სამართალდამცავი უწყებისთვის გაცილებით ადრე უნდა მიემართა.

„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი,”-განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით ია კიწმარიშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შედგა კომუნიკაცია ჯერ კიდევ დავის დაწყებამდე, თუმცა ახლა როდესაც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე “რუსთავი 2-ის” მფლობელს თაღლითობაში ადანაშაულებს, რაიმე სახის მოლაპარაკებაზე ზედმეტია საუბარი.

„მე ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი იყო კომუნიკაცია. იყო დავის დაწყების პერიოდში თუ არ ვცდები, ამ ბოლო ეტაპზეც უნდა ყოფილიყო. ამ დავის პერიოდში ვიცი რომ ერთხელ  შეხვდნენ, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ანალოგიურია, როგორიც იყო აქიმიძესთან და დვალთან. მას შეუძლია მხოლოდ კეთილი ნება გამოიჩინოს ამ შემთხვევაში და ამ კეთილი ნებიდან ისაუბროს გარკვეულ პირობებზე. თუმცა დღეს უკვე რაღა მზაობაზე ვსაუბრობთ, როდესაც თაღლითობაში დადანაშაულებაზეა ლაპარაკი,“-განაცხადა პაატა სალიამ.

region
ავტ.: region აგვისტო 15, 2019 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics