დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი! – გიორგი გაბუნია

„კადიროვი ჩემთვის არის კომიკური ფიგურა, თავისი ვიზუალით და საუბრის მანერით. ვიცი, რომ მას აქვს კრიმინალური ძალაუფლება.

მთელი უბედურება ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების რომ უნდა გეშინოდეს. საფრთხე რეალურია, მაგრამ სიკვდილის შიში არ მაქვს.“ – ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „ტევე პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და პუტინი ვერასდროს ნახავს.

„მან რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახერხოს, ძალიან ბევრი ადამიანი შეშინდება. ხალხი ისედაც დაშინებულია. მე კადიროვს შემიძლია ვუპასუხო, ჩემი პოზიცია არ იცვლება, ვფიქრობ იმას რასაც ვფიქრობდი აქამდე მის საყვარელ ლიდერზე.

არ მეშინია, ბოდიშის მოხდაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მუხლებზე დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი. შეუძლია მომკლას და ჩემი ცხედარი დააყენოს მუხლებზე.

მირჩევნია შიშის გარეშე მოვკდე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცხოვრო შიშით, არსად გავიდე და ვიყო ჩაკეტილი. მეუბნებიან, რომ მორჩა საზღვარგარეთ წასვლაო. არ ვაპირებ ვიყო ტყვე.“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიაჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ საპატიმროშია