დაჩი ბერაია სადაც გადამეყრება, მომერიდოს – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემა„360 გრადუსში“ საუბრობს.

მან დაჩი ბერაიას და რომან გოცირიძის დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბერაია სადაც შეხვდება, უმჯობესია მოერიდოს.

„დაჩი ბერაია სადაც გადამეყრება, მომერიდოს, მინდა ვურჩიო. საერთოდ ახლახანს გავიგე, რომ არსებობს ესეთი დეპუტატი… და რომ შევეშვათ ამ აყროლებას, დღეს დაიტკეპნა პერსპექტივა საქართველოს ნორმალური განვითარების. იმიტომ, რომ ნამუსგარეციხილი, არაკომპეტენტური და ყველაფერზე ხელისმომწერი ადამიანები დანიშნეს უვადოდ.

დღეს მომეცა ბედნიერება, რომ ლევან მურუსიძისთვის პირადად მეთქვა, რომ თუ გგონია, რომ უვადოდ იქნები და მთელი ცხოვრება ფეხი ფეხზე გადაიდებ და იგულავებ პრემიებით და ხელფასებით, ძალიან ცდებით-თქო. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება პირველი შენ მოგხვდება პანღური-თქო“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო