დაჩი ბერაია: ელენე ხოშტარია გადაადგილების უფლებას მიზღუდავს

„ელენე ხოშტარია სამარცხვინო ადამიანია. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ამის უფლება ვინ მისცა? ვეჭიდაო, ვეჯაჯგურო? სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილების უფლებას ვერ შევიზღუდავ. აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ, თითი რას დავაჭირო და რას არა“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ. ევროპული საქართველოს“ წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დაჩი ბერაიას პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. დეპუტატი შენობაში შესვლას ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული შესასვლელიდან ცდილობდა.

აქციის მონაწილეები დეპუტატს შეძახილებით „მონა“ შეხვდნენ. საბოლოოდ დაჩი ბერაია პარლამენტში სამართალდამცველების დახმარებით შევიდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად – ვაჟა სირაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არავის არ უნდა მივცეთ