დაჩი ბერაია ამბობს,რომ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს გრძნობს

“ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი ამ რეპლიკების,” – ასე უპასუხა მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ის “ნაციონალური მოძრაობას”, რომლის წევრებმაც მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “მონა” უწოდეს.

“სიტყვიერ დაპირისპირებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი. ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმ რეპლიკებისა, რომელიც ჰქონდა ჩემს მიმართ,”- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო
შემდეგი სტატიაკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანა იყოს ასახული