“ოცნების” იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ პატიმარმა იოსებ გორგაძემ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო. სალიამ განცხადება მისივე სამინისტროს მიერ გავრცელებულ, დამონტაჟებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით გააკეთა:
“გამოქვეყნებული ვიდეომასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები და ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც, შემდგომ, სამწუხაროდ სასიკვდილო აღმოჩნდა”. თქვა სალიამ “ოცნების” მედიასთან კომენტარში.