დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში?!

დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ამ საკითხთან დაკავშირებით ის საკუთარ პოზიციას ორშაბათს დააფიქსირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქუცნაშვილი სწორედ 20 იანვარს განაცხადებს.

ზაქარია ქუცნაშვილის კვლავ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

სურს თუ არა კვლავ პარლამენტში დაბრუნება ყოფილ დეპუტატს, ამას არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა. 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაში“წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია”
შემდეგი სტატიალავროვი – მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას