დაბომბილი ღაზას სექტორი (ფოტოები)

დაბომბილი ღაზას სექტორი ფოტოები

ბოლო სამი დღის მანძილზე პალესტინურმა მოძრაობამ “ჰამასი” ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 1600 რაკეტა ისროლა, დაახლოებით 400-მა მათგანმა კი მიმართულ ადგილამდე ვერ მიაღწია, დანარჩენი რაკეტების 90% კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ჩამოადგო – ინფორმაცია 13 მაისს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

თავის მხრივ, ისრაელმა ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა – “ალ-ჯაზირა” წერს. სულ ისრაელის არმიამ დაახლოებით 600 სამიზნე გაანადგურა – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მაისს ისრაელის პრემიერთან ბინიამინ ნეთანიახუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ხალხი. მან დაგმო იერუსალიმის, თელ-ავივისა და სხვა ქალაქების ჰამასის მიერ დაბომბვა.

ევროკავშირი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

ჰამასის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულია შვიდი ადამიანი და დაჭრილია 200 პირი. პალესტინელების მხრიდან გარდაცვლილია 83 და დაჭრლია 400-მდე ადგილობრივი – მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა – წერს “ალ-ჯაზირა” და დაბომბილი ღაზას სექტორის ფოტოებს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებმა ბელორუსიიდან შიმშილობა გამოაცხადეს
შემდეგი სტატიატესლამ ელექტრომობილების ბიტკოინებზე გაყიდვა შეაჩერა