დაბომბეს ოდესის ავეჯის ქარხნის საწყობი და არა რაკეტების საცავი – უკრაინა რუსეთს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს

რუსეთმა დაარტყა ოდესის ავეჯის ქარხნის საწყობს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ “ოდესაში სამრეწველო საწარმოს ერთ-ერთ შენობაში, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს ნატოს ქვეყნების მიერ გადაცემული Harpoon საზენიტო რაკეტების შესანახი საწყობი”.

ოდესის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ უარყო რუსული მტკიცება, რომ განადგურდა საწყობი. სერგეი ბრაჩუკის თქმით, 16 ივლისს რუსი სამხედროების მიერ გასროლილი რაკეტა ავეჯის კომპანიის საწყობს მოხვდა, რომელიც განადგურდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ – ელისაშვილი
შემდეგი სტატიავწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ – ოდიშარია