დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პატიმრები განათლების მიღების უფლებით ისარგებლებენ

მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლების მომზადების, ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაშია განთავსებული, უფლება ექნება, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, განათლების მიღების უფლებით ისარგებლოს.

პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დეპუტატებს აცნობს.

მისი თქმით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ აუცილებელია, პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდეთ, პენიტენციური დაწესებულების პირობებში უმაღლესი განათლება მიიღონ.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვთ ჩაბარებული და შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებიან, თუმცა არსებული აკრძალვების გათვალისწინებით, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაში(video) შორენა თეთრუაშვილი და ”ოქროს თევზები” – პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს