დაბა ლაითურთან ტყის ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით აქრობენ

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში30 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან – საგარეო უწყებამ დიპკორპუსს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეურაცხყოფასა და თავდასხმაში ადანაშაულებს