დაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილობრივებს მუდმივად შეუმოწმებენ ტემპერატურას. სპეციალურად დაბაში მცხოვრებთათვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

გუშინ დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში 84-იკოვიდინფიცირებულია.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გავრცელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი