დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მანქანაში ქალი ამშობიარა

წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. ექიმმა ირინა სამუშიამ “თაიმერს”უთხრა, მათ მშობიარობა პირველად მიიღო..

„დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ დაეწყო ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ მეხუთე შვილია“, – გვითხრა ექიმმა. დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.

banner
წინა სტატიაშიია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებაში საქმის პროკურორს ხვდება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ოპოზიციის ვალდებულება იყო პროცესი შეგვეჩერებინა და მცირე დრო მაინც გვქონდეს იმის გასაცნობად, რა წერია უმრავლესობის კანონპროექტში