დაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა

დაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, ხრამში გადავარდა. დაშავდა მძღოლიც. იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

banner
წინა სტატიაში“ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა, ან ციხის კარები”-ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაზვიად ცაბაძე: ყველანი ლაჩრები, ფარისევლები, ფლიდები, ლაქიები და ყვარყვარეები ხართ