დაბა ანასეულში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დაბა ანასეულში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულის ტერიტორიაზე ცეცხლი დღის მეორე ნახევარში 20 ჰექტრამდე ფართობზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ გურიისა და ქობულეთის შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო – სახანძრო ბრიგადები.
“ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილეები ალეკო ბურჭულაძე და კობა დუნდუა, გურიის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლომთაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პაპავამ სტუდენტებს აქციის შეწყვეტა სთხოვა
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად სჭირდება მართვადი მოსამართლეთა კორპუსი