დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს

დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს!

16 ივლისიდან თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს 50 და 100 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე.

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებით:

· 15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.

· 50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში. თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – გამოვიყენებთ ყველა წყაროს, საიდანაც ტყიბულის შახტში დასაქმებული ადამიანები ანაზღაურებას მიიღებენ
შემდეგი სტატია„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს