დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ,ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

შეგახსნებთ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა პანაცეა არ არის.

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“პრობლემა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში უკეთ გამოყენება და არა, თავად კოდექსი”
შემდეგი სტატია“ოკუპანტმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე”