დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ, რომ ცოფის სახიფათო ვაქცინა გამოიყენეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საუბარია ცოფის ვაქცინაზე და არა იმ გეგმიური ვაქცინაციაზე, რომელიც ბავშვებს უკეთდებათ.

„ჩვენი განცხადება ეხება იმ საკითხს, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია – პუბლიკაციამ იმუნიზაციის პროცესზე.

ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენჯერმე აქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის.

მათ შორის, გუშინწინ სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი და აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს. იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსენოდა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქვეყანაში უმნიშვნმელოვანესი ჯანდაცვის ინტერვენციის დისკრედიტაცია ​გამიზნულად ხდება, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან.

მოგეხსენებათ, რომ მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონიობით ადამიანის სიცოცხლე.

მათ შორის, დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლვათ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინაცია, რომელიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ“, – განაცხადა .

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშისამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული პირის ოჯახი წლების წინ შპს ,,ერთობის” – რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 7.5% ფლობდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა