დაავადებათა კონტროლის ცენტრი – ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 01:38

დაავადებათა კონტროლის ცენტრი – ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში არის აღნიშნული.

ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ზარის შემთხვევაში შსს-ს მიმართონ.

„ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 01:38