დაასრულე პანდემია!- სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან

სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან. „დაასრულე პანდემია“ ამ მიმართვის მქონე ჯგუფი “facebook“-გვერდზე სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

„ყველამ ერთად დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა რეგიონებში და აცრაში დავეხმაროთ მათ, ვისაც ვაქცინა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აღნიშნულ კამპანიაში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. მსურს გავერთიანდეთ და ჩვენსავე რეგიონში მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში“, – აცხადებს ინიციატორი და გვერდის შემქმნელი ნიკა რომანაძე.

მისივე თქმით, ჯგუფში გაწევრიანებულ ვაქცინაციის მსურველ ადამიანებს, ისინი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, სხვადასხვა დახმარებასაც გაუწევენ.

„მსურს ჯგუფის აქტივობა გავზარდო და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება. მოიწვიეთ ყველა, ვინც ამ საქმეში წამოგვყვება და საკუთარ წვლილს შეიტანს, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური რესურსი. ნებისმიერი აქტივობა იქნება საჯარო, ნებისმიერ დაგეგმილ, გადადგმულ ნაბიჯს ერთობლივად განვახორციელებთ. ყველამ ჩვენს რეგიონში უნდა ვიმუშაოთ კამპანიის ეფექტურობისათვის“, – განაცხადა რომანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის იქნება.

„საინფორმაციო კამპანია იქნება მრავალფეროვანი, გამოვიყენებთ, როგორც ინდივიდუალური კონსულტაციებსა და შეხვედრებს, ასევე ვიდეოკლიპებს, სხვა აქტივობებს. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი რჩევაც“, -აცხადებს  ნიკა რომანაძე.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის