დაახლოებით 26 000 ჯარისკაცი, 1 170 ტანკი – ოკუპანტების დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 26 000;
ტანკი – 1 170;
ჯავშანტექნიკა – 2 808;
საარტილერიო სისტემა – 519;
სარაკეტო სისტემა – 185;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87;
თვითმფრინავები – 199;
ვერტმფრენი – 158;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 980;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 380;
გემი/ნავი/კატარღა – 12;
სპეციალური აღჭურვილობა – 41;
საკრუიზო რაკეტები – 94.

banner
წინა სტატიაშიSocial Impact Award 2022 საკონკურსო ნაწილი იწყება
შემდეგი სტატიაჯენ ფსაკი – ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა ვიზიტი ჯერ დაგეგმილი არ აქვს