“დაახლოებით 2 საათი ჰყავდათ მძევლად და მუქარით გამოსძალეს თანხა”-მოქალაქე, გიორგი კემულარია

“რამდენიმე დღის წინ, ჩემს არასრულწლოვან შვილს და მის მეგობრებს აედევნა თხუთმეტამდე პირი. დაახლოებით ორი საათი ჰყავდათ მძევლად და მუქარით გამოსძალეს თანხა, რომელიც თან არ ჰქონდა, დამიკავშირდა და მე ჩავურიცხე. ვიცით ერთ-ერთის სახელი და გვარი, მაგრამ არ ვთანამშრომლობთ მილიციასთან! აი ეს ბარდაგი და განუკითხაობა ბიძინასი კი არა, ყველა უწიგნური, ღირებულებების არ მქონე, მონა, მოძალადე დეგრადირებული ხალხის ბრალია. ყველა ქოცს გისურვებთ მსგავსი ორი საათი გამოსცადოთ, როცა არ ვიცოდი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, რადგან ტელეფონი გაეთიშა და ვერ ვუკავშირდებოდი. გამოცდით ამ სიმწარეს აუცილებლად! და მე ხორცსაკეპ მანქანას გაჩუქებთ!”-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი კემულარია.

banner
წინა სტატიაში“კარი ჯერ ნელა შემოაღო, მერე სწრაფად დააპირა სახლში შემოსვლა-დღეს, სავარაუდოდ, სახლების გასაქურდად დადიოდა სოლოლაკში” – ჟურნალისტი ნინა მაჩაბელი
შემდეგი სტატიაბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმრო Jumeirah Beach-ის ფოიეში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს- The Guardian