დააკავონ ის პირები, ვინც ჩემს მიმართ ჯაშუშობდა – ზვიად კუპრავამ სოფო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს უჩივის და თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართავს. კუპრავას აინტერესებს საიდან ჰქონდა დეპუტატს ინფორმაცია მისი ვილნიუსში ყოფნის შესახებ.

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ვილნიუსში ვიზიტის შესახებ შეკითხვა სოფო კილაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვა. კუპრავა ეჭვობს, რომ მას ქვეყნის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ.

“უცხო ქვეყანაში ადამიანის თვალთვალი ეს არის ჯაშუშური თვალთვალი. დაიწყოს აღნიშნულთან დაკავსირებით გამოძიება, დაიკითხოს ქალბატონი სოფო, უფრო დააკონკრეტოს საიდან იცოდა, რომ მე ვიყავი ვილნიუსში, შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც ჩემს მიმართ ჯაშუშურ ქმედებას ახორციელებდნენ. მე ნამდვილად ვიყავი ვილნიუსში, მაგრამ არ შეიძლება სოფოს ეს ინფორმაცია სცოდნოდა” – აცხადებს კუპრავა.

banner
წინა სტატიაში„რუხი მგელი“ საქართველოს ციხეში
შემდეგი სტატიაბრიტანეთში “ნოვიჩოკით” კიდევ ერთი მოწამვლა მოხდა