დააკავეს ქალი, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად კვერცხუჯრედები უკანონოდ გადმოჰქონდა

ვლადიკავკაზში საბაჟოზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედებით სინჯარების გადატანას ცდილობდა.

36 წლის ქალს ბიოლოგიური მასალა მოჰქონდა ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად, თუმცა მას არ ჰქონდა ლიცენზია შესაბამისი ფედერალური სამსახურისგან, რომ ტრანსპორტირება ლეგალური ყოფილიყო.

ქალს პროცედურა თბილისში, კლინიკა Silk Medical-ში უნდა ჩაეტარებინა. თავად ბრალდებულმა სვეტლანამ მასალა მიიღო პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკიდან, რათა ის საზღვარზე გადაეტანა, რადგან პროცედურა საქართველოში უფრო იაფი იყო – “სილქ მედიქალში” პროცედურისთვის 6,5 ათასი დოლარი ითხოვეს”.

ქალის მტკიცებით, ქართველმა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ მსგავსი ამანათის ტრანსპორტირება კანონიერი იყო, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით არაფერი უთხრეს.

მას რუსეთში შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიDRI: აფხაზეთში რუსეთმა საზღვაო ბაზაზე წვრთნები გამართა – სარაკეტო/დამრტყმელი დრონებით იერიშის მოგერიების იმიტაცია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას