დააკავეს პირი, რომელმაც ორი დღის წინ, ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

დააკავეს პირი, რომელმაც ორი დღის წინ, ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით არის დაწყებული (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია) და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ჯარიმით, ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის შესახებ თავდაპირველად ცხოველთა დამცველებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: ივანიშვილს შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე