14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დააკავეს პირი, რომელმაც მოიპოვა ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოიპოვა, შეინახა და შემდეგ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი არ ესწრება სასამართლო სხდომას, რომელზეც ახალ ბრალთან დაკავშირებით მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაგაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება, გადაწყვეტილება არ არის მიღებული- ადვოკატი