7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

დააკავეს პირი, რომელიც პენსიონერებს დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და საბანკო აპლიკაციების გამოყენებით კი სესხებს ააქტიურებდა

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმედია: რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება: შეშფოთებას გამოვთქვამთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება