დააკავეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მაღალჩინოსანი

გიორგი კაბისოვი
გიორგი კაბისოვი

ცხინვალში დააკავეს ე.წ. კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი გიორგი კაბისოვი. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აცნობეს მარიონეტული რეჟიმის  ე.წ. გენპროკურატურაში.

“გენპროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის გიორგი კაბისოვის წინააღმდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით”, –  აღნიშნეს უწყებაში.

გიორგი კაბისოვი ამჟამად არის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დაზვერვის მაღალჩინოსანი და იმავდროულად  კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე.

კაბისოვთან ერთად დაკავებულია ცხინვალის მკვიდრი მირიან ჯიოევი, რომელიც ეჭვმიტანილია “უკანონო საწარმოო საქმიანობაში”.

გიორგი კაბისოვის ახლობლებმა განაცხადეს, რომ 7 ნოემბერს კაბისოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს ადგილობრივმა ე.წ. სამართალდამცავებმა.

ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის მედია.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები ძიუდოს წესებში
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა