“და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე”-ირაკლი ოქრუაშვილი

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ნიკა გვარამიას შემდეგ, მისი სასამართლო პროცესებიც განახლდა.

“და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა.”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს., ხოლო 2020 წლის 5 მაისს, პრეზიდენტის შეწყალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მას 5 წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე შეუფარდეს. გამოძიება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის შესახებ რომ ბუნდოვანებები იყო, ამას ევროკავშირის დელეგაციაც მიუთითებდა, კარლ ჰარცელმა კი თქვა, რომ პოლიტიკოსის დაკავება გაამძაფრებს პოლარიზაციას და ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარეები დარჩნენ 8 მარტის შეთანხმების ერთგული.

banner
წინა სტატიაშიმივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს
შემდეგი სტატიაგაბუნია: საქართველოში ვაქცინაციის ცენტრები თებერვლის ბოლომდე უნდა გაიხსნას