“მე და თავდაცვის მინისტრს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს.

 

მისი თქმით, საკუთარ პოზიციაზე თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და თვლის, რომ საკითხი კომპლექსშია განსახილველი და არა ამოვარდნილად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის.
„თავდაცვის მინისტრს რა თქმა უნდა, აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ხედვა გააცნოს საზოგადოებას, მაგრამ უკვე დიდი ხანია, განსხვავებულ პოზიციებს ვაფიქსირებ. მეტიც, ჩვენ ცოტა ხნის წინ, კრწანისის სასწავლო ცენტრში შევხვდით და როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე გენშტაბის წარმომადგენლებს ჩემი პოზიცია გავაცანი, თუ როგორ უნდა მოხდეს სავალდებულო-სამსახურის რეფორმირება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ერთის მხრივ, იმ დისკომფორტის შემცირებაზე უნდა იფიქროს, რაც ზოგადად, სამხედრო სამსახურთან მიმართებაში ახალგაზრდობას გააჩნია, მეორე მხრივ კი, უნდა მოხდეს სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამსახურის ერთგვარი შერწყმა.
„ვისურვებდი, რომ ეს საკითხი კომპლექსში განვიხილოთ და არა ამოვარდნილად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება და ვეცდებით, საერთო აზრზე ჩამოვყალიბდეთ, რომელიც რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.
banner
წინა სტატიაში„ის, რომ თითქოს, სუს-ი თავს არიდებს ანგარიშის წარდგენას, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია“
შემდეგი სტატია“არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მეც ვიყო”