“და რა არის გასაპროტესტებელი? მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი თუ გააპროტესტებს. ეს პროტესტი არაფერ არ მეუბნება” – კალაძე შერმადინის რეზონანსულ “მადლობაზე”

კახა კალაძე ვერ ხვდება, რატომ გააპროტესტა ხალხმა კალათბურთელ გიორგი შერმადინის ირაკლი კობახიძისთვის გადახდილი მადლობა.

თბილსის მერის მტკიცებით, არაფერია იმაში ცუდი, თუ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს და თუ ქართველმა კალათბურთელმა თავისი სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ კობახიძესაც გადაუხადა.

და რა არის გასაპროტესტებელი? მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი თუ გააპროტესტებს. ეს პროტესტი არაფერ არ მეუბნება.

გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხალხის პროტესტი კობახიძისთვის გადახდილი მადლობის გამო -ასე დაასრულა ბოლო თამაში ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში, გიორგი შერმადინმა. 20 წლიანი კარიერის ბოლოს, უკრაინასთან გამართული თამაშის შემდეგ, შერმადინმა გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა, თქვა როგორი რთული იქნება მისთვის მომდევნო პერიოდი. სწორედ ამ დროს შერმადინმა ახსენა ირაკლი კობახიძე. “მადლობა ბატონო პრემიერო რასაც ჩვენი ნაკრებისთვის აკეთებთ” – თქვა შერმადინმა, რასაც საკალათბურთო დარბაზში გულშემატკივრების სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოყვა.

banner
წინა სტატიაში“გაყინული რუსული აქტივების გამოყენებამ შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება ჩაშალოს” – ბელგიის პრემიერი
შემდეგი სტატიამზადება საპროტესტო საღამოსთვის – სამოქალაქო აქტივისტები “დინამო არენასთან“ იკრიბებიან