5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

“და ამ წამს თითქოს, მთელი საქართველო გაჩუმდა!” – პატრიარქს სოხუმიდან მიწა ჩამოუტანეს

სამებაში დასვენებულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს აფხაზეთიდან, სოხუმის მიწა ჩამოუტანეს და განსასვენებელში ჩადეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “თაიმერის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

სამების ტაძარში დასვენებულ საქართველოს პატრიარქს, გუშინ სოხუმიდან მიწა ჩამოუტანეს და წამით თითქოს მთელი საქართველო გაჩუმდა!..
ეს არ იყო უბრალოდ მიწა-ეს იყო ერთად შეკრული და ერთ მუჭში ჩატეული წლები, მოგონებები, ტკივილი და სიყვარული…
მიწა, სადაც მან 11 წელი იღვაწა, ილოცა, იმსახურა- ყველასთვის, განურჩევლად!

რამდენი ცრემლი, რამდენი მონატრება და რამდენი უთქმელი სიტყვაა ამ მიწაში!.. და ახლა ის მის გვერდითაა!
მისი ოცნება ხომ ეს იყო-არა დაყოფილი, არამედ შერიგებული, ერთიანი საქართველო… სადაც, აფხაზი და ქართველი ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, ერთმანეთის გვერდით იდგებოდნენ!

ეს ჟესტი, გულს გიკუმშავს…რადგან გვახსენებს, რამდენი დავკარგეთ და ამავდროულად, რამდენი გვაქვს (ჯერ ისევ) დასაბრუნებელი!..

აფხაზეთის, სოხუმის მიწა მის გვერდით, როგორც მოუშუშებელი იარა, გაუნელებელი ტკივილი და უკვდავი იმედი!..
იქ, სადაც სიტყვები არასაკმარისია “მიწა” საუბრობს!..”

banner
წინა სტატიაშიდაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში: ოთხი ქვეყანა ირანიდან ნასროლ რაკეტებსა და დრონებს იგერიებს
შემდეგი სტატიაისრაელის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ირანული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა